

თმის სპექტრალური ანალიზის დახმარებით შესაძლებელია მინერალური ცვლის დარღვევის აღმოჩენა საწყის ეტაპზე, რაც ბევრი პრობლემის პრევენციის საშუალებაა.
თმის ქსოვილის მინერალური ანალიზი (ინგლისურენოვან ლიტერატურაში ხშირად HTMA აბრევიატურით აღინიშნება) არის ანალიტიკური ტესტი, რომელიც ზომავს თმის მინერალურ შემცველობას — მიკროელემენტებს და ტოქსიკურ მეტალებს. აღებული თმის ნიმუში, რომელიც მიიღება თავის კანთან ყველაზე ახლოს, კისრის არეში (თმა იზრდება თვეში 1 სმ სიჩქარით, ამიტომ უნდა მოიჭრას ნიმუში კანთან ახლოს!), გარეგანი დაბინძურების შემთხვევაში მუშავდება სპეციალური რეაგენტით და შემდგომ უტარდება ანალიზი.
ვინაიდან ეს ნივთიერებები სისხლით და ლიმფით ხვდება თმის ღერში, ამიტომ ანალიზი ასახავს როგორც სასარგებლო, ასევე ტოქსიკური ელემენტების დონეს არა მხოლოდ თმაში, არამედ მთლიანად ორგანიზმში! თმის სპექტრალური ანალიზის დახმარებით შესაძლებელია მინერალური ცვლის დარღვევის აღმოჩენა საწყის ეტაპზე, რაც ბევრი პრობლემის პრევენციის საშუალებაა.
მიკროელემენტებზე თმის ანალიზი ადრეულ ეტაპზე ავლენს ელემენტურ დისბალანსს და საშუალებას იძლევა განხორციელდეს საჭირო ზომები.
📌 თმის ანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს შესაბამისი სპეციალისტის მიერ და ყოველთვის უნდა შეფასდეს სხვა კლინიკურ და ლაბორატორიულ მონაცემებთან ერთად.
