
წარმოადგენს ლაბორატორიულ კვლევას, რომლის დროსაც თმის ნიმუშში განისაზღვრება ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალები და პოტენციურად ტოქსიკური მძიმე მეტალები. თმის ელემენტარული შემადგენლობა იძლევა ინფორმაციას ადამიანის სხეულის ქსოვილებში მაკრო- და მიკროელემენტების, ასევე მძიმე მეტალების შემცველობის შესახებ.

თმის ნიმუშის აღება მარტივი, არაინვაზიური და უმტკივნეულო პროცედურაა. მისი ელემენტური შემადგენლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაგროვილ ინფორმაციას ასახავს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაკრო- და მიკროელემენტების განსაზღვრა საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ორგანიზმის მინერალური მდგომარეობა, შეიმუშავოთ დიეტა, რომელიც ავსებს დეფიციტს და ხელს უწყობს მათ შეწოვას.

ტოქსიკური ლითონების არსებობა ორგანიზმში მრავალი ჯანმრთელობის პრობლემის (დაღლილობა, თმის ცვენა და რიგი სერიოზული დაავადებების) მიზეზია. ანალიზი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდის ეფექტური მეთოდებისა და პროდუქტების შერჩევას.

მიკროელემენტებზე თმის ანალიზი ადრეულ ეტაპზე ავლენს ელემენტურ დისბალანსს. მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა განხორციელდეს საჭირო ზომები მინერალურ დისბალანსთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციისთვის.

მიკროელემენტებზე თმის ანალიზი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მედიკამენტების მიღების ეფექტურობის მონიტორინგის, კვების ნორმალიზების და ორგანიზმის საერთო გაწმენდის ობიექტური საშუალება.

ქიმიური ელემენტი
წელი გამოცდილება
ნიმუშის სახეობა
წლის სპექტრომეტრი
თმა იდეალური ქსოვილია ნიმუშების აღებისა და ანალიზისთვის. პროცედურა მარტივია და უმტკივნეულოა.

თმის მოჭრა ხდება კისრის მიდამოში, თავის კანთან ყველაზე ახლოს.

გარეგანი დაბინძურების შემთხვევაში ნიმუში მუშავდება სპეციალური რეაგენტით.

შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს შესაბამისი სპეციალისტის მიერ.
გარემოსა და პროფესიული ექსპოზიციის ბიომონიტორინგი, ეპიდემიოლოგიური კვლევები, კრიმინალისტიკა და არქეოლოგია.
თმაში ელემენტების დეფიციტი, სიჭარბე ან დისბალანსი მიუთითებს მათი მიღების, შეწოვის, გამოყოფის ან ორგანიზმში განაწილების დარღვევაზე.



